საზოგადოება

დავით ასათიანი: ეს თანამშრომლობა ადგილობრივ მეწარმეებსა და უცხოელ ინვესტორებს დაიცავს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

დავით ასათიანმა პროგრესული უწოდა თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტოსთან მსგავსი ტიპის მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომლობის ფორმატის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ადვოკატები ყოველდღიურად იცავენ კლიენტებსა და ბიზნესკომპანიებს, წარმოადგენენ მათ ინტერესებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა კონკურენტული ბაზრის არსებობა საქართველოში. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაცული იყონ როგორც ადგილობრივი მეწარმეები, ასევე უცხოელი ინვესტორები“ – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close