საზოგადოება

“ახსენებდნენ ქურთუკს და მეუბნებიოდნენ – ეს რა ფერია, რა გაცვია ბიჭოო”

პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამცველების მიერ მისი დაკავების დეტალებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ყველბა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა მისი დაკავების შემდეგ დიღმის მასივში მთავარ სამმართველოში მიიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„თვითონ ამბავი ძნელი მოსაყოლია, რადგანაც ჩემთვის არანაირი ლოგიკა არაა ამ ამბავში. როგორც დღეს გავიგე, საპოლიციო კონტროლი ყოფილა და მეც გადამამოწმეს. თუმცა, იყვნენ აგრესიულები, მესაუბრებოდნენ ცუდად, ჩამტენეს მანქანაში. სულელურად კი ჟღერს, მაგრამ ახსენებდნენ ქურთუკს და მეუბნებიოდნენ – ეს რა ფერია, რა გაცვია ბიჭოო. რამდენიმე საათი გაგრძელდა ჩემი მანქანით ტარება აქეთ-იქით. მირტყამდნენ განუწყვეტლივ. წამიყვანეს განყოფილებაში. იქ გააფორმეს, რომ მე თურმე მქონდა დაზიანებები და ქუჩაში ვიყავი ამ დაზიანებებით და ვიგინებოდი. ყველაზე დაუნდობლად აქ გავილახე. სადღაც ათზე მეტი დაზიანება დააფიქსირა ექიმმა“, – აღნიშნა ზვიად რატიანმა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close