სამართალი და კრიმინალი

დავით ასათიანი: ბორკილებდადებული ადვოკატი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული საპატრულო მანქანაში

,,სოლიდარობა ადვოკატს !!!!

21 სექტემბერს ადვოკატ სანდრო ფირცხალაიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ადვოკატს ედავებიან, თითქოს 3 პატრულ-ინსპექტორს წინააღმდეგობა გაუწია და ცემა, როცა იგი მანქანით გადაადგილდებოდა ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად. მოწმეები მხოლოდ ეს პოლიციელები არიან და კამერები, რა თქმა უნდა, არ მუშაობდა. 
  ამ დრო შეურაცხყოფა თავად ადვოკატს მიაყენეს და რამდენიმე საათი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული ხელბორკილებით საპატრულო მანქანაში, სანამ გაარკვიეს როგორ მოქცეულიყვნენ. თავდაპირველად ადმინისტრაციული სახდელი მოითხოვეს და როცა ადმინისტრაციული სასამართლო შენიშვნით შემოიფარგლა, შემდეგ უკვე ბრალი წარუდგინეს იგივე ქმედებაზე.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციების საბჭომ (CCBE) წერილით მიმართა საქართველოს შესაბამის უწყებებს ადვოკატ ფირცხალაიშვილის საქმის სამართლიანად გამოძიების და მისი უკანონოდ დაკავებაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის მოთხოვნით.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული მართლმსაჯულება აღადგენს კანონიერებას ამ საქმეზე და სამართლიანობა იზეიმებს” _ აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი, დავით ასათიანი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close