,,აშშ-ს კონგრესი ივანიშვილისთვის ფინანსურ-დიპლომატიური სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს”
დღეს, სპეციალურად მოწყობილ ბრიფინგზე, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის კონგრესში იკვლევენ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური და დიპლომატიური სანქციების საკითხს.
შალვა ნათელაშვილი:
_ როგორც ცნობილია, ჩვენ მრავალწლიანი თავდადებული ბრძოლით მივაღწიეთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, დღის წესრიგში დგას კრიმინალ-მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური და დიპლომატიური სანქციების საკითხი. როგორც ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გახდა ცნობილი, ივანიშვილმა დასახმარებლად უხმო თავის პარტნიორს მილიარდიან ბიტკოინების ბიზნესში, ისრაელ-საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, შოთა შალელაშვილს, რომელიც ცდილობს, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში თავისი ეროვნული ლობის მეშვეობით გადაარჩინოს საქართველოს მტარვალი და დამაქცევარი დამსახურებულ სასჯელს.
ვაფრთხილებ ბატონ შალელაშვილს, თუ არ შეწყვეტავს ამ უღირს საქმიანობას, თვითონ მოხვდება სანქცირებულთა სიაში. ხოლო მისი ამერიკელი მეგობრები გამოცხადდებიან სპეცპროკურორ მიულერთან, რომელიც იძიებს სწორედ რუს ოლიგარქებთან ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის დანაშაულებრივ კავშირებს.