საზოგადოება

,,ასეთ ხალხს როგორ ნიშნავენ თანამდებობაზე…”- ვინ არ იცის საკუთარი კანონმდებლობა?

,,აი, ეს გახლავთ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე. იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც, 20 სექტემბერს 15 ფერეიდნელს უარი უთხრა მოქალაქეობაზე. დღეს ტელეკომპანია იმედის ეთერში ამ ვაჟბატონმა განაცხადა: მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მოეთხოვათ, საგამონაკლისო წესით რატომ მოითხოვესო? ასეთი ხალხს როგორ ნიშნავენ თანამდებობაზე საკუთარი საკონმდებლობა რომ არ იციან?

ჩვეულებრივი წესით როგორ უნდა მოეთხოვათ, როდესაც საქართველოს ორგანული კანონის მე–12 მუხლში წერია, რომ ჩვეულებრივი წესით მინიჭებისთვის, განაცხადის ჩაბარებამდე 5 წელი უნდა ცხოვრობდე საქართველოში. ჩვეულებრივი წესით მინიჭება ხომ ისედაც ყველასთვის არის. ანუ გამოდის, რომ თქვენთვის არაბი, ინდოელი, ჩინელი და ფერეიდნელი ქართველი ერთი და იგივეა? აი, ამიტომ ხართ აინტიეროვნული ნაძირლები!” _ აცხადებს ზვიად ტომარაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close