სხვა

რაზე სწყდება გული ლეილა ყიფიანს

„ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა“

ლეილა ყიფიანის კინოში ნათლობა შედგა ფილმით „მე ვხედავ მზეს“. ხატიას როლმა მას უზომოდ დიდი პოპულარობა მოუტანა, რასაც სხვა ფილმებიც მოჰყვა. პირადი ბედნიერება კი ფილმმა „ღიმილის ბიჭები“ აპოვნინა, სადაც მომავალი რეჟისორი, ნუგზარ ბაგრატიონიც თამაშობდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა და ლეილა ყიფიანი კინოს ჩამოშორდა.

.

-„ღიმილის ბიჭების“ გადაღების პერიოდმა ყველანი დაგვამეგობრა, მერე კი… არ ვიცი, რა მოხდა… უბრალოდ, შეგვიყვარდა ერთმანეთი. ლექსებს მიკითხავდა ხშირად… ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი ამ მითამაშია. კინემატოგრაფიასაც ისე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს. ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა. თუმცა, ხანდახან როცა დავფიქრდები, გული მწყდება, მგონია, რომ კინემატოგრაფს არ უნდა ჩამოვშორებოდი, თუმცა ახლა ამაზე საუბარი გვიანია. მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა, – ყვება ლეილა ყიფიანი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close