საზოგადოება

სკანდალი! ,,წყალში სასიკვდილო ნივთიერებების დოზა აჭარბებს უსაფრთხო დონეს!”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა გარემოს დამცველების მიერ გავრცელებულ შეშფოთებელ განცხადებას, რითაც RMG Gold-ის -საბადოსთან არსებული მდინარე სასიკვდილო ნივთიერებებით არის დაბინძურებული და რაზედაც, ხელისუფლების აქტიური რეაგირება მნიშვნელოვანია, თუმცა ნაკლებად იგრძნობა.

გიორგი თევზაძე:

_ ხელისუფლების ინერტულობა გასაკვირი არ არის. გავიხსენოთ, როგორი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება საყდრისთან დაკავშირებით, როდესაც კომპანიამ, ისე, რომ სასამართლოში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არც დაელოდა, გაანადგურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – საყდრისი. ამით, ფაქტიურად, უპატივისცემლობა გამოხატეს სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ, რამაც გარკვეული კითხვებიც გააჩინა საზოგადოებაში.

ბოლო დროს, როგორც ცნობილია, კომპანია RMG გარემოს დამცველების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. საყდრისის შემდეგ, კომპანიის მიმართ პრეტენზიები სპეციალისტებს სხვა ტერიტორიაზე მუშაობის შემთხვევაშიც აქვთ, სადაც RMG Gold-ი ძვირფას ლითონს მოიპოვებს. ასეთია კაზრეთის საბადო. მდინარე ფოლადაური, რომელიც საბადოს გვერდით ჩამოდის. სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს და დაადგინეს, რომ წყალში სასიკვდილო ნივთიერებების დოზა ათასობით აჭარბებს უსაფრთხო დონეს. ხოლო ეს მდინარე რამდენიმე სოფელს გაივლის და მის წყალს მოსახლეობა და საქონელი …

მნიშვნელოვანია ხელისუფლების დროული და აქტიური ჩარევა და თუ საჭირო გახდა უცხოელი ექსპერტების მოწვევაც, რათა შეისწავლონ აღნიშნული საგანგაშო მდგომარეობა. რბილად რომ ვთქვათ, არავის არ უნდა ავიწყდებოდეს, ბიუჯეტში შესული არცეთი თეთრი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ჯამრთელობისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფასად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close