სიღნაღის საკრებულოს დეპუტატმა, ილია ბაიდოშვილმა სამოქალაქო აქტივისტს ხელი დაარტყა _ რა მოხდა ბოდბისხევში

ინციდენტი დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მოხდა. სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა, კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ სიღნაღიდან დაიწყეს., მაგრამ, ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს ბაზართან ქართული ოცნების აქივისტები და საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლები დახვდნენ. ისინი შეეცადნენ, კამპანიის ჩასატარებლად სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ლიდერები ბაზარში არ სეეშვათ და აქცია ჩაეშალათ. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ილია ბაიდოშვილმა, მოძრაობის წევრს ნინო გოგოლაშვილს ხელი დაარტყა და პლაკატი დაუხია.
სოფელ ბოდბისხევში დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ, პოლიციაში გამოსაკითხად, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტი, ნინო გოგოლაშვილი დაიბარეს.
გიგოლაშვილის ინფორმაციით, ის სიღნაღის პოლიციაში ხვალისთვისაა დაბარებული და აპირებს, რომ სამართალდამცავებს ყველა მტკიცებულება წარუდგინოს.
„ხვალ მივალ და ყველა მტკიცებულებას წარვადგენ, გარდა ამისა, მივმართავ სახალხო დამცველსაც. ხულიგანი მოხელის მკაცრად დასჯას ვითხოვ“, – განაცხადა ნინო გოგოლაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.