პოლიტიკა

,,დღეს დავიწყეთ და ვერავინ გაგვაჩერებს – ყველგან ვამხელთ ხალხის გამღარიბებელ მაჟორიტარებს!”

ალეკო ელისაშვილი, პოლიტიკოსი:

_ დღეს დავიწყეთ საქართველოს მასშტაბით წურბელა-ფეოდალი მაჟორიტარების მხილების კამპანია. ქიზიყის მძარცველმა და ლაჩარმა ირაკლი შიოლაშვილმა ვერ გაბედა პირადად დაგვხვედროდა ბოდბისხევის ბაზართან. ამიტომ შესასვლელში სიღნაღის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატები შეეცადნენ, არ შევეშვით ბაზარში. ჩვენც და რაც მთავარია ხალხმაც კუდით ქვა ვასროლინეთ ამ ბედოვლათებს. ერთადერთი რაც მოახერხეს, საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ბაიდოშვილმა ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ნინო გოგოლაშვილს დაარტყა. ამ გარეწარ საჯარო მოხელეს კანონის წინაშე ვაგებინებთ პასუხს.

საცოდავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხალხს გულიანად ველაპარაკეთ და ბევრი დარწმუნება არც არავის დასჭირდა, რომ ამ ქვეყნის სიღატაკეში დარჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რაიონებში გაბატონებული წურბელა მაჟორიტარები არიან. დღეს დავიწყეთ და დღევანდელივით, მთელს საქართველოში ვერავინ გაგვაჩერებს – ყველგან ვამხელთ ფეოდალებს და ხალხის გამღარიბებელ მაჟორიტარებს!

Related Articles

Back to top button
Close