საზოგადოება

სიმსივნე არ არის განაჩენი, თუ თქვენ მკურნალობთ თურქეთში

სიტყვა “კიბო” ბევრ ადამიანში შიშსა და სასოწარკვეთილებას იწვევს, რაც სავსებით გამართლებულია.

კიბო სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მსოფლიოში. საქართველოში ამ დაავადებისგან ყოველწლიურად 3-4 ათასი ადამიანი კვდება. და დაავადებულთა რიცხვი აგრძელებს ზრდას.

სამედიცინო თვალსაზრისით კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ეპითელური უჯრედებიდან, ანუ იმ უჯრედებიდან, რომლებიც ფარავს და ეფინება ჩვენი სხეულის თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილს. კიბოთი დაავადების დროს ორგანიზმის ნორმალური ეპითელური ქსოვილები გარდაიქმნება სიმსივნურ უჯრედებად, რომლებიც უკონტროლოდ იწყებს გამრავლებას, რაც იწვევს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის გაჩენას.

ათვისებიან სიმსივნის წარმოქმნას საფუძვლად უდევს დმნ-ს მოლეკულის სტრუქტურის ცვლილება გარკვეული ფაქტორების – კანცეროგენების ზემოქმედების შედეგად. მეორე მხრივ, იმისთვის რომ სიმსივნე განვითარდეს, მან უნდა გადალახოს ორგანიზმის დამცავი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის დაზიანებების წარმოქმნას და დროულად აჩერებს მათ. აქედან გამომდინარეობს, რომ ახალწარმონაქმნის გაჩენის ალბათობა დამოკიდებულია როგორც კანცეროგენების სახეობასა და რაოდენობაზე, ასევე რეპარაციის დამცავ სისტემაზე.

სიმსივნეები, ძირითადად წარმოიქმნება ცხოვრების არასწორი წესისა და გარემოს ზეგავლენით (შემთხვევათა 90-95%). მათ შორის, ისეთი მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, როგორებიც არის არასწორი კვება, მოწევა, ინფექციური დაავადებები, რენტგენისა და ულტრაიისფერი გამოსხივება, კანცეროგენები, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ალკოჰოლი, დაბინძურებული ატმოსფერო. თუ შევამცირებთ ორგანიზმზე მავნე ფაქტორების ზეგავლენას, არსებითად შემცირდება კიბოს წარმოქმნის საშიშროებაც.

ავთვისებიანი სიმსივნეების დიდ საშიშროება ადამიანის სიცოცხლისთვის დაკავშირებულია კიბოს უჯრედების სწრაფ ზრდასთან და მეტასტაზების – დაავადების ახალი კერების წარმოქმნასთან. თანამედროვე მედიცინა ონკოლოგიური წარმონაქმნების ორასამდე სახეობას ითვლის.

კიბოსგან განკურნების შანსი იზრდება დაავადების ადრეულ ეტაპებზე აღმოჩენის შემთხვევაში. დაავადების ადრეულ (0, I და II) სტადიებზე პაციენტის სრულად განკურნების კეთილსაიმედო პროგნოზი ძალიან მაღალია და 75-95%-ს შეადგენს. რაც უფრო ადრე მოხდება კიბოს აღმოჩენა, მით უფრო მაღალია განკურნების შანსი!

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩასატარებლად ყოველწლიურად თურქეთში მილიონამდე ადამიანი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დიაგნოსტიკა. მაქსიმალურად ადრეული და ზუსტი დიაგნოსტიკა ონკოლოგიური დაავადებების წარმატებული მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამის გათვალისწინებით თურქეთის სამედიცინო დაწესებულებები უახლეს მოწყობილობას იყენებენ.

დიაგნოსტიკის მეთოდები:

სხივური დიაგნოსტიკა

s ციფრული ტომოსინთეზი (3-D მამოგრაფია)

s მრტ (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია)

s ულტრაბგერითი ელასტოგრაფია

s რენტგენოგრაფია

s ძვლების დენსიტომეტრია

s ბირთვული მედიცინა

s პეტ კტ (პოზიტრონულ-ემისიური და კომპიუტერული ტომოგრაფია)

s გამა-კამერა (სცინტიგრაფია)

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. თურქეთის სამედიცინო დაწესებულებების ყველა ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობით; ტექნოლოგიური პროცესები კომპიუტერიზებულია და ტარდება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.

პეტ კტ არის ინტეგრირებული ვიზუალიზაციის მოწყობილობა, რომელშიც ერთმანეთთან არის შეხამებული პეტ (პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია) და კტ (კომპიუტერული ტომოგრაფია). პეტ იძლევა სიმსივნის არსებობის საკმაოდ სწრაფად აღმოჩენის საშუალებას, ხოლო კტ-ს შეუძლია დიდი სიზუსტით განსაზღვროს მისი ლოკალიზაცია. ამიტომ პეტ კტ ოქროს სტანდარტია დიაგნოსტიკურ ვიზუალიზაციაში.

ტომოსინთეზი ციფრული მამოგრაფიის ახალი ტექნოლოგიაა. მისი შესაძლებლობები ბევრად აღემატება სკრინინგის სხვა მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება სარძევე ჯირკვლების სიმსივნეების გამოსავლენად.

მკურნალობა. თურქეთში ონკოლოგია მედიცინის ყველაზე განვითარებულ დარგებს განეკუთვნება. დღეისათვის სამედიცინო დაწესებულებები ფლობენ ყველა საჭირო ტექნოლოგიას და ჰყავთ კვალიფიციური პერსონალი პაციენტებისთვის დახმარების გასაწევად. მრავალწლიანი გამოცდილება, საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევები და ინოვაციები, ყველაზე თანამედროვე მეთოდიკებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, მათი უწყვეტი სრულყოფა ხელს უწყობს წარმატებულ ბრძოლას ონკოლოგიურ დაავადებებთან.

სამკურნალო თერაპია (სამედიცინო ონკოლოგია)

s ქიმიოთერაპია

s დამიზნებითი თერაპია

s იმუნოთერაპია

სხივური თერაპია მკურნალობის მეთოდია, რომელიც მაიონიზირებელ გამოსხივებას იყენებს. მისი მიზანია კიბოს უჯრედების იმგვარად დაშლა, რომ შენარჩუნდეს სიმსივნის გარშემო არსებული ჯანსაღი ქსოვილები.

s 3-D კონფორმული სხივური თერაპია

s მოდულირებული ინტენსივობის სხივური თერაპია

s ელექტრონული თერაპია

s ექსტრაკრანიალური სტერეოტაქსიური სხივური თერაპია (SBRT)

s როტაციული თერაპია გამოსხივების მოცულობის მოდულაციით – Volumetric Modulated Arc Therapy

ქირურგიული მკურნალობა

s სარძევე ჯირკვლის კიბო

s ფარისებრი ჯირკვლის კიბო

s ღვიძლის კიბო

s კოლორექტალური კიბო

TRUEBEAM – წინ გადადგმული ნაბიჯია სხივური თერაპიისა და რადიაციული ქირურგიის ტექნოლოგიებში. გამოიყენება სხივური თერაპიისა და რადიაციული ქირურგიისთვის. იძლევა უფრო მაღალ დოზას შედარებით მცირე დროის განმავლობაში. აქვს სიმსივნური ქსოვილის ზუსტად დასხივების შესაძლებლობა. ამის შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება სეანსის ხანგრძლივობა და სეანსების საერთო რაოდენობა.

ბრაქითერაპია რადიაციული თერაპიის სახეობაა. ამ მეთოდით მკურნალობისას გამოსხივების წყარო შეყავთ ორგანიზმში. მკურნალობის ეს მეთოდი ყველაზე მეტად ეფექტურია გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას.

სიმსივნეები რთული დაავადებებია, რომლებსაც ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება. ამიტომ თურქეთის კლინიკებში იქმნება დისციპლინათაშორისი საბჭოები, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სფეროების ექიმი-ექსპერტები. გარდა ამისა, თურქეთში სათანადო ყურადღება ექცევა პაციენტის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. კლინიკებში მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები – ფსიქიატრები და ფსიქოონკოლოგები. ისინი ეხმარებიან ავადმყოფს დაავადების ყველა ეტაპზე.

საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის განვითარებისა და უცხოელი პაციენტების დახმარებისთვის თურქეთში 2005 წელს შეიქმნა თურქეთის სამედიცინო ტურიზმის ასოციაცია (ТНТС). თურქეთში მკურნალობის ძირითადი უპირატესობებია: ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, კომფორტული ფასი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ახლო საზღვარგარეთის ბევრი ქვეყნისთვის.

THTC უცხოელ პაციენტებს, კლინიკის არჩევაში დახმარების გარდა, აძლევს შემდეგი დამატებითი უპირატესობების გარანტიას:

– 50%-იანი ფასდაკლება Тurkish Airlines ავიაკომპანიით თურქეთში გადაფრენაზე პაციენტისთვის და 2 თანმხლები პირისთვის;

– 50%-იანი ფასდაკლება თურქეთში სასტუმროში ცხოვრებისთვის;

– სამედიცინო დოკუმენტაციის უფასო თარგმნა;

– უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან კლინიკამდე;

– თარჯიმნის უფასო მომსახურება.

გაიგეთ მეტი თურქეთში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ თურქეთის სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებთან საქართველოში. დაუკავშირდით მათ:

ბათუმში: +995 557 66 85 66 ანა გილკო

თბილისში: +995 599 57 38 26 ქეთი ოვჩარენკო

ქუთაისში: +995 597 80 70 16 ნინო კვარაცხელია

ან დაგვიკავშირდით საიტზე: https://map2heal.com/

წყარო:digest.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close