საზოგადოება

,,საჯაროდ გაძლევ სიტყვას, რომ 4 წელი ,,პარლამენტის წევრის” სტატუსით არ მოგიწევს ტელეფონზე პასუხი”

ალეკო ელისაშვილს იაფფასიანი, ღირებულებების არმქონე მოლაყბე უწოდეს

   ალექსანდრე ელისაშვილი, საჯაროდ გაძლევ სიტყვას, რომ 4 წელი ,,პარლამენტის წევრის” სტატუსით არ მოგიწევს ტელეფონზე პასუხი ! შენ ხარ იაფფასიანი მოლაყბე. უფროსი თაობის პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მე არასდროს არ მჯეროდა შენი, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ საქმე გვქონდა ღირებულებების არმქონე ლაყაფთან, პოლიტიკანთან, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სამართალზე, ეკონომიკაზე, საგარეო საკითხებზე, ამ ხნის მანძილზე შენგან ვისმენდით ხმამაღალ, უშინაარსო ფრაზებს და არასდროს ქვეყნისთვის სტრატეგიულად საჭირო ინიციატივებს. ვწუხვარ, რომ ბევრი შეაცდინე ! ვწუხვარ, რომ ჩემს ხალხს აკადრე ტყუილი, შევეცდები, რომ შენ მალე აგო ამისთვის პასუხი ! საუბედუროდ, შენისთანებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს პოლიტიკისთვის მთავარი იარაღი – მედია, მაგრამ შენ უკვე წარსული ხარ, შენ ჰამქარში ხარ ქართულ ოცნებასთან საქართველოს და ქართველი ხალხის წინაააღმდეგ !

ირაკლი ღლონტი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close