საზოგადოება
,,სახელმწიფოს პირველი პირები გადადგომით გვემუქრებიან, სინამდვილეში მიწებებული არიან სკამსაც და კაბინეტის სახელურსაც”
,,ჩვენი ბებიები იტყოდნენ: თუ ქალმა ერთხელ ჩემოდანი ჩაალაგა და სახლიდან წავიდა, ან უნდა წავიდეს ბოლომდე… ან თუ ჩემოდნის ჩალაგება, წასვლა და დაბრუნება ჩვევად იქცა, დაუსრულებელი ტანჯვა იწყება ამ ოჯახისთვისო.
ბებიების შეგონებები იქით იყოს და… ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირები წამდაუწუმ გადადგომით ანუ ჩემოდნის ჩალაგებით რომ გვემუქრებიან და სინამდვილეში მიწებებული არიან ჩემოდანსაც, სკამსაც და კაბინეტის სახელურსაც, ეს (ეტყობა) ახალი სტილია სახელმწიფო მართვაში, თუ ჩვენ ჩამოვრჩით? გადადგები და გადადექი! და მეტიც, უნდა გადადგე… და პროგნოზი- მალე გადაგაყენებთ! რატომ? ფანჯარაში გაიხედე, შენი ქვეყანა და ხალხი დაინახე და გაიგებ, რატომ უნდა გადადგე” _ აცხადებს ირმა ინაშვილი.