საზოგადოება

საქველმოქმედო აქცია _335-მდე მზრუნველობამოკლებული ბავშვი ზამთარს თბილი ტანსაცმელით შეხვდება

“ბავშვები ბავშვებისათვის” – ამ სლოგანით “რედისონ ბლუ ივერიაში” საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის მიზანი მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველყოფაა. ღონისძიების ფარგლებში “რედისონ ბლუ ივერიაში” შეკრებილ ბენეფიციარებს, თბილი ქურთუკები, ფეხსაცმელები და ზამთრის სხვა სახის ტანისამოსები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ უკვე მე-8 წელია, Coats-ი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ზამთრის სეზონისთვის საჭირო ნივთებით ეხმარება.

ღონისძიების შედეგად, 335-მდე მზრუნველობამოკლებული ბავშვი ზამთარს თბილი ტანსაცმელით შეხვდება.

საქველმოქმედო ღონისძიებაში Coats (Clothing Others Against The Snow “ჩააცვი სხვებს თოვლის წინააღმდეგ”) თბილისის 12 სკოლის ბავშვები არიან ჩართულები. სკოლებში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეგროვების პროცესს ორგანიზებას “გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია” უწევს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close