საზოგადოება

,,საქართველო სასაცილო ქვეყანა ხდება! _ მოკლედ, დიდი კუანეთია”

საქართველო – სასაცილო ქვეყანა ხდება!

ვიღაც “ჟურნალისტი”, რომელიც უფრო საბჭოთა საქართველოს ქალაქკომის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების ინსპექტორს მაგონებს, ოღონდ, ცხადია, “დასავლური ორიენტაციით”, – გერმანიის პრეზიდენტს დასცინის და ევროკავშირს “უკრაინის ღალატში” სდებს ბრალს…

ვიღაც “პოლიტიკოსები” ტრამპს არ ცნობენ აშშ-ს პრეზიდენტად, ქილიკობენ მათ გონებაგამრუდებულ მარიონეტ-მხარდამჭერებთან ერთად, ისევ ნეო-ლიბერალური მარაზმი უნდათ… მაყუთი მოდიოდა ბლომად, აბა, პრაგმატული და უძლიერესი კონსერვატული ელიტა და მისი წარმომადგენელი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაფრისმაქნის ხალხს ცენტსაც არ მისცემს… ეს იცის ამ ნაგავმა…
ამიტომ უნდათ ბრაიზები, კარპენტერები, კრამერები, აპატურაიები და წარსული…
არ გამოვა!!!

ვიღაც “საზოგადო მოღვაწები” და ქართველთა “პრადვინუტი” ნაწილი ისეა შეიარაღებული ორიენტირებული ლექსიკით, – მამალ ბოლშევიკებსაც კი შეჰშურდებოდათ და… ლამის 800 ათასი ქართველი, რუსეთში მყოფი, “პუტინისტად” და “რუსების აგენტებად” გამოაცხადოს, ხოლო ვინც საჯარო სტრიპტიზმს არ ეწევა და უაზრობების დემონსტრირებას არ ახდენს, – აშკარად “რუსის აგენტებია”…

ვიღაც კიდევ ხელისუფლებაში ისეთი ლექსიკით საუბრობენ საგარეო პოლიტიკაზე, ან ძაან დაბოლებულები არიან, ანდა წარსულში დარჩენილი უფროსებისგან მიღებული დავალებების საშინაო აღსრულებას “ზუბრიაკი” უნიჭო და უსაშველოდ უპერსპექტივო მოსწავლის მსგავსად იმეორებენ…

მოკლედ,
დასავლეთი შერცხვა ქართველი ვითომ “დასავლური ორიენტაციის” ისტებლიშმენტის წინაშე და ამ უკანასკნელმა მათ ვერდიქტი გამოუტანა…
ევროპა “პუტინისტია” და საქართველოში “დასავლური ორიენტაციის” ხალხის პატივისცემას არ იმსახურებს!

მოკლედ, დიდი კუანეთია და…

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი

Related Articles

Back to top button
Close