საზოგადოება

,,საქართველო გახდა მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა, რომლის ადვოკატებმაც მიიღეს კონსტიტუციური გარანტიები”

,,დღევანდელი დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება ადვოკატურის ისტორიაში. საქართველო გახდა მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა, რომლის ადვოკატებმაც მიიღეს კონსტიტუციური გარანტიები. დიდი მადლობა მთელი ადვოკატთა კორპუსის სახელით დავით ასათიანს, ჩვენს წარმომადგენელს საკონსტიტუციო კომისიაში. დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, სანამ იარსებებს საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტი დავით ასათიანის ეს დამსახურება პროფესიის განვიათარებაში იქნება ფასდაუდებელი.

ახალი კონსტიტუციის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:      კონსტიტუციის 31-ე მუხლი. მე-3 პუნქტი ,,დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება, სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში – წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით’’ -წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close