საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ამჯერადაც კახეთია

საქართველოში მაგნიტუდით 3.4 მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო.
დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.