პოლიტიკა

საქართველოში აგრალურ პარტიას აფუძნებენ? _ ,,პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, წინასაარჩევნოდ გამოიყენონ ფერმერების რესურსი”

,,პრაქტიკაში ბევრჯერ გამოიკვეთა რომ აგრარული პოლიტიკა აცდენილია ფერმერების საჭიროებებს და პრობლემატიკას, ასევე ყოფილა შემთხვევა რომ მაგალითად როცა ხელისუფლებამ დააანონსა ბიოწარმოების ხელშეწყობა, შემდეგ უბრალოდ დაივიწყეს, “ელკანას” რჩევები ბიომეურნეებს; “ELKANA” Consultations for Organic Farmers აქტივობით შეგროვდა ხელმოწერები და აგრარულ საკითხთა კომიტეტში დადგა საკითხი ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ ბიოწარმოების ხელშეწყობა თუმცა მივიღეთ დაუსაბუთებელი უარი. ეს არის მაგალითი იმის რომ კონკრეტული მოთხოვნა უბრალოდ დაიბლოკა მიუხედავად დიდი აქტივობისა ჩვენს მიერ. ვფიქრობ სწორი იქნება მოძრაობის ჩამოყალიბება, მიზნების სწორად დასახვა, მსჯელობა, ძლიერი ერთობა და საკანონმდებლო ორგანოში საკითხების მკაცრად დაყენება. პოლიტიკის გარეშე ჩვენი საუბრები და აქტივობები დარჩება უაზრო დროის და ენერგიის ხარჯვად.

ასევე არის მომენტები როცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ წინასაარჩევნოდ გამოიყენონ ფერმერების რესურსი. არაერთს შესთავაზეს გარკვეულ ჯგუფში გაწევრიანება.

უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და ძალა, რომ შედეგები მივიღოთ.

თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი ეს მისაღებია და საჭირო, ვიმსჯელოთ ამ თემაზე. ის რომ მე არ მომწონს პოლიტიკა და ამან გამოიწვიოს დაბრკოლება გაერთიანების მცდელობაში არასწორია (ამაზეც ვიმსჯელოთ)

ზოგ ჩვენგანს აქვს უფრო მეტი ცოდნა, ზოგს ავტორიტეტი, ზოგს პრაქტიკა. ცალცალკე ეს უნარები არაფრის მომცემია და ვართ იქ სადაც ვართ. ყველაფერი ტრიალებს ერთ წრეზე. ხშირ შემთხვევაში კი შედეგების შემდეგ ვტეხავთ ხმაურს როცა უკვე რესურსები გახარჯულია და ცვლილები შეუძლებელი.

მე არ ვთვლი რომ უნდა მივეკედლოთ პოზიციას ან ოპოზიციას. თუმცა უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი მიზნის მისაღწევად. ვინმეს პოლიტიკური შეხედულებებით არ უნდა განვვითარდეთ არამედ აგრარული პოლიტიკა წარვმართოთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ხედვიდან დამოუკიდებლად (ვგულისხმობ პოზიციას ან ოპოზიციას).

შესაძლოა ამ პოსტშიც იყოს გარკვეული წინააღმდეგობები და ამაზეც ვიმსჯელოთ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფერმერი ნოდარ ლათიბაშვილი.

ზემოთაღნიშნულ საკითხზე კომენტარს წერს  მეყველეთა გილდიის თავჯდომარე ანა მიქაძე -ჩიკვაიძეც.

,,გუშინ, ქალბატონ ბელა სონღულშვილთან ,დიდხიანი საუბრის შემდეგ.. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი , რომ მომწიფდა აგრარული პარტიის დაფუძნების თემა

შარშან, ამ დროს ჩვენ ვსაუბრობდით მეურნეებზე.. —მოძრაობა მეურნეები..

ხოდა, აგერ ქალბატონმა ბელამ გააჟღერა პარტიის შექმნის თემა .

მართალია , მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი პოლიტიკას არ გაგვეკარო,
. მაგრამ ამ მიმართულების ყველა მოძრაობას ვუერთდები მთელი გულით.

მთავარია, მაფიოზები არ გაიკაროთ და არც ის ხალხი ვისაც ტელევიზიებით უნახავს თხა და ძროხა.. ერიდეთ ავანტიურისტებს.

დანარჩენი, სამუშაო თემებია და ნოდარის ტიპის ფერმერების გასაქაჩი .

წარმატებები მეგობრებო, ვიქნები რიგითი ამომრჩეველი.

მაპატიეთ, რომ უარს ვამბობ პოლიტიკოსობაზე. ეტოოო ნე მაიოოო” _ აცხადებს ანა მიქაძე -ჩიკვაიძე.

Related Articles

Back to top button
Close