პოლიტიკა

,,ჩვენმა მთავრობამ საერთოდ უარი თქვა სინდისის მდგენელზე…”

,,გაეროში კენჭისყრა ოფიციალურ განცხადებებში სინდისის დეფიციტს ვერ დააბალანსებს"

გუშინ “იმედის” ეთერში გია დვალმა ძალიან მკაფიოდ განმარტა მთავარი: ყველა გადაწყვეტილებას ორი მდგენელი აქვს – სინდისისმიერი და რაციონალური. უკრაინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მოხდა რევოლუცია: პოლიტიკაში სინდისმა წამოიწია წინ და რაციონალური არგუმენტები დაჯაბნა. ჩვენმა მთავრობამ კი საერთოდ უარი თქვა სინდისის მდგენელზე და გადაწყვეტილებებს მთლიანად რაციონალურ არგუმენტებს აყრდნობსო.
სხვათა შორის, ეს კარგად ხსნის ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს, სადაც სწორ გადაწყვეტილებებს სინდისის მოხმობა საერთოდ არ სჭირდება. და იმასაც ხსნის, რომ გაეროში კენჭისყრა ოფიციალურ განცხადებებში სინდისის დეფიციტს ვერ დააბალანსებს.
ია ანთაძე, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close