პოლიტიკა

,,ხელისუფლებას ეშინია უზნეო მდიდრებისა და ფულიანების, მატყუარებისა და სოციალური დემაგოგების…”

“თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის დღევანდელი, 7 აგვისტოს ფეისბუქკონფერენცია “მეფე დავითის” კომპლექსში გამართული მეცნიერთა და ინტელიგენციის დიდი შეკრების გაგრძელება. საზოგადოების დიდი ნაწილი ნიჰილიზმითაა განწყობილი ინტელიგენციის მიმართ.

“ცდებით ბატონო თემურ, სადღაა ინტელიგენცია, მეცნიერება აღარ არსებობს…ან გაიყიდნენ,ან შეშინებული არიან, ან საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლაში…დღეს მთავარი ფული გახდა…ვის ახსოვს სამშობლო და ეროვნული იდეა.ნუ ხართ ზეცაში,ჩამოდით ძირს,თავი დაანებეთ ინტელიგენციას და მეცნიერებს,ეძებეთ ფულიანი,გახდით ისეთივე პარტია,როგორიც სხვები არიან და შეხვალთ პარლამენტში…ხომ ხედავთ,ხელისუფლებას ეშინია არა იდეური, მოაზროვნე, შიშველხელებიანი და სინდისიერი ადამიანების,არამედ უზნეო მდიდრებისა და ფულიანების, მატყუარებისა და სოციალური დემაგოგების…თქვენ თვითონ არ ამბობთ,ქვეყანა სიყალბეში ცხოვრობს და მას პოლიტიკური მაფია მართავსო და ამათზე გამარჯვებას იმ ხალხით აპირებთ,ვინც სამშობლო გაყიდა? ერთ გროშად გაგყიდიან შენც..ვის უნდა დღეს ქვეყნის გადარჩენის პროგრამები,ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს და 30 ლარად ყიდის საკუთარ ხმას.არ გქონდეთ იმათი იმედი,ვინც ხმას ჰყიდის და მით უფრო თვლის,რომ მისი ხმა 30 ლარი ღირს.”

აი, კითხვები,რომლითაც გამავსეს ბოლო დღეებში…ძალა უნდა მოვიკრიბო და დღეს ოთხ საათზე,ტრადიციულ ფეისბუკ კონფერენციაზე, ვახტანგ ბოჭორიშვილის 37 -ა დან, დავიწყო ამ უიმედობით სავსე და შემაძრწუნებელ კითხვებზე პასუხების გაცემა.ძალას მაძლევს უამრავი იმედიანი ადამიანის შემოძახილი:თქვენთან ვართ,არ გაჩერდეთ, უკან არ დაიხიოთო..

მათ გასაგონად ვამბობ: იცოდეთ,გწამდეთ და გჯეროდეთ, ჩვენგან ღალატი არ იქნება! ნელ-ნელა უიმედონიც შემოგვიერთდებიან და შიშველი ხელებით-სინდისიერთა და მორალურთა ერთობით,ხალხიც გადარჩება და ქვეყანაც!”

Related Articles

Back to top button
Close