საზოგადოება

საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

,,ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ"

საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.
ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში – Milpark hospitals . ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო
. ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი ძალიან ეხმარება იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარნატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ.
ვუსურვოთ გამოჯანმრთელება_ წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფბ-ის საკუთარ გვერდზე.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close