საზოგადოება

საქართველოს მწველი ზაფხული – დღეს, დიდ დიღომში 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა

     მწველი ზაფხული დაუდგა საქართველოს. თითქმის ყოველდღე მეხანძრეები ხანძარს ებრძვიან. გუშინ, ბორჯომის ხეობა იწვოდა, დღეს კი ცეცხლი დიღომში, პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და დამწვარია 5 ათასი ათასი კვადრატული მეტრი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახური 169-ე სკოლის თანამშრომლებმა გამოიძახეს, რომელიც შემთხვევის ადგილთან მდებარეობს. ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს წაეკიდა, თუმცა ხანძრის გამომწვევი რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close