საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი გორის რაიონში ცხოვრობს

საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი გორის რაიონში ცხოვრობს. სახელმწიფო ფულად სოციალურ შემწეობას ყოველთვიურად გორში მცხოვრებ 4 498 ოჯახს ურიცხავს. მეორე ადგილზე ჭიათურის რაიონია, სადაც ფულადი დახმარების მიმღები 3 127 ოჯახია. ხოლო გურჯაანის რაიონში თვიდან თვემდე შემწეობით თავი 3 031 ოჯახს გააქვს.

სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობით ლიდერობენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ამბროლაურის რაიონი (1 726 ოჯახი), გურიაში – ლანჩხუთის რაიონი (1 517 ოჯახი), მცხეთა-მთიანეთში დუშეთის რაიონი (2 564 ოჯახი), სამეგრელო-ზემო სვანეთში – ზუგდიდის რაიონი (2 436 ოჯახი), სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის რაიონი (787 ოჯახი), ქვემო ქართლში – რუსთავი (2 849 ოჯახი), აჭარაში – ქობულეთის რაიონი (1 798 ოჯახი).

წყარო: commersant.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close