საზოგადოება

,,საქართველოს ბანკმა დღეს კინაღამ ინფარქტი მიმაღებინა”

,,საქართველოს ბანკმა დღეს კინაღამ ინფარქტი მიმაღებინა. აი, ეს რაღაც უბეჭდო წერილი დამხვდა სამსახურში, თითქოს დავალიანება მაქვს 1000 რაღაცა ლარი და მუქარა, რომ გამიყიდიან სახლ-კარს თუ 10 დღეში არ გადავიხდი. გავვარდი, რა თქმა უნდა, გიჟივით ბანკში, რადგან არანაირი დავალიანება არც მაქვს და არც შეიძლება მქონდეს ისეთი მშიშარა ვარ ვალების. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ იპოვნეს, მაგრამ საკითხი დარჩა ღიად მაინც.
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia
 პატივცემულებო, მაკა არ მიწერია საბუთებში-მარიამი ვარ. არც პირადობის ნომერი აღმოჩნდა ჩემი და საერთოდ, ქუთაისშიც არავინ მყავს ნათესავი, დიდი ამბით, იქაურ ოფისში რომ მიბარებთ.
ასე ადამიანების დაზაფვრა ნეტავ, არაა დასჯადი? თუ მხოლოდ ბანკებს აქვთ მუქარებისა და სანქციების გატარების უფლება?
იქნებ გაარკვიოთ საკუთარ უწყებაში -რა ხდება?!” _ წერს ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close