საზოგადოება

საქართველოს ბანკის მომხმარებლები თეგეტაში 5-ჯერ მეტ PLUS-ებს დააგროვებენ

   21 მარტი, 2018 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა კომპანია თეგეტასთან ერთგული მომხარებლებისთვის აქციის დაწყების შესახებ. საქართველოს ბანკის მომხმარებელს, ვინც ჩართულია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, შესაძლებლობა აქვს დააგროვოს გა-5-მაგებული PLUS-ები. ამისათვის, საკმარისია მომხმარებელმა ისარგებლოს თეგეტას სერვისით, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელოს საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით.  მათ, ვინც ანგარიშსწორებას განახორციელებს ნაღდი ფულით, დახარჯულ ერთ ლარზე, ერთი PLUS ქულა დაერიცხება. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი დაგროვილი PLUS-ებით შეძლებს თეგეტაში სასურველი მომსახურების ან პროდუქტის შეძენას.

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებლებისთვის შეიქმნა და პროდუქტებთან ერთად  ბევრ ბენეფიტსა და პლუსებს მოიცავს. საქართველოს ბანკის  სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS  ბარათის გამოყენებით მომხმარებელი აგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია: PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე – სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე; უფასო მგზავრობაზე; ინტერნეტბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის აპარატის გამოყენებით კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე; ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე; სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზე; სწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე.  ურთიერთობის პროგრამაში ჩასართავად მომხმარებელი უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 4444.

დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის შესახებ იხილეთ: plus.ge

  „საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 33.3%), სესხებისა (საბაზრო წილი 31.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.5%) მიხედვით (2017 წლის 30 სექტემბრის  მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად).  „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა 2.3 მილიონ კლიენტს 278 სერვისცენტრის, 829 ბანკომატისა და 2,823 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge                          საკონტაქტო პირი მედიისთვის:    

ხათუნა კაკაბაძე

(599) 206 246                                                                                         khkakabadze@bog.ge                                 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close