მსოფლიო

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში სროლაა, არის მსხვერპლი

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ორმა პირმა ცეცხლი გახსნა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს.

ტულუზას პოლიციის ცნობით, ინციდენტი რეინერის რაიონში მოხდა. თავდამსხმელები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ.

France 3-ის ინფორმაციით, ერთ-ერთს ტრადიციული მუსლიმური ტანსაცმელი ეცვა.

ადგილობრივი მედია პრეფექტურაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლა ტერორიზმს არ უკავშირდება

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close