საზოგადოება

რამდენი ლარი დახარჯა დასაქმების სააგენტომ უმუშევართა დაუსაქმებლობში

საქართველოში უმუშევრობა დაახლოებით 20%-ს შეადგენს, რა მაჩვენებლითაც მსოფლიოს უარეს ოცეულში შევდივართ, თუმცა დასაქმების სააგენტოს უჭირს საკუთარი ბიუჯეტის ათვისება და ყოველწლიურად მას უფრო ნაკლები ადამიანი მიმართავს.
? 2020-2022 წლებში დასაქმების სააგენტოს დასაფინანსებლად 408,107,370 ლარი გამოიყო და სააგენტომ მხოლოდ 2380 პირის დასაქმება შეძლო, ანუ სააგენტოს მეშვეობით 1 ადამიანის დასაქმება ბიუჯეტს დაახლოებით 170,000 ლარი დაუჯდა.
? 2021 წელს უმუშევართა რაოდენობა 2%-ზე მეტით გაიზარდა, თუმცა 2020 წელთან შედარებით დასაქმების სააგენტოს 3-ჯერ ნაკლებმა, 9 ათასამდე პირმა მიმართა.
? 2020-2021 წლებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისათვის გამოყოფილი 1,470,000 ლარიდან სააგენტოს 324,000 ლარამდე აუთვისებელი დარჩა.
? სააგენტოს სულ 52 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა შრომის ანაზღაურებაზე თვეში 81,520 ლარი იხარჯება.
წყარო: ფლანგვის დეტექტორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close