საზოგადოება

სანდრა რულოვსის ემოციური წერილი დედაზე, ბებიასა და მიშაზე

“როცა facebook-ში შევდივარ, მეკითხება ხოლმე: “What’s on your mind, Sandra?” (რაზე ფიქრონ სანდრა?)

ბევრ რამეზე ვფიქრობ დღეს – ჩვენი ქორწინების დღის 24 წლისთავი- ოღონდ არა ამ დღის აღნიშვნაზე…. სამწუხაროდ, ჩემი ფიქრები სევდიანია:

… ვფიქრობ დედაჩემზე, რომელიც წავიყვანეთ ალცგეიმერით დავადებულთა დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა გაუარესდა ვეღარც დადის და ვერც გველაპარაკება…

… ვფიქრობ მიშაზე, ვინც ეხლა სულ მარტოა დარჩენილი კიევში, ერთგული ქართველი დაცვის წევრების და ოპერატორის გარეშე რადგან ყველა გაურკვეველ ვითარებაში იქნა დაკავევული და დეპორტირებული…

… და ვფიქრობ ჩვენს საყვარელ 90 წლის ბებიაზე მზია წერეთელზე, რომელიც მამაცურად ებრძოდა ხანმოკლე, მაგრამ ფატალურ დაავადებას და რომლის დაკრძალვაზე ხვალ მიშას არც კი შეუძლია ჩამოსვლა..

მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, ჩვენი ოჯახი სამართლიან ბრძოლას აგრძელებს და აუცილებლად გადავლახავთ დღევანდელ სირთულეებს!” – წერს სანდრა რულოვსი სოცალურ ქსელში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close