პოლიტიკა

,,სანამ პარტიები და პოლიტიკოსები არ მოგინდებათ პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად, მანამდე იჯდებით ოლიგარქიულ ბოსელში”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ დაიხსომეთ—როგორც კი გაფიცვა–აქციების დროს მისი ორგანიზატორები კატეგორიულად გამოაცხადებენ პარტია—-პოლიტიკოსების მიუღებლობაზე—ეს ნიშნავს რომ აქცია ორგანიზებული და მართულია ხელისუფლებისა და უშიშროების მიერ, ხოლო მისი მიზანი არის არა გამწარებული ხალხის პრობლემათა გადაწყვეტაა, არამედ ოლიგარქიის შიგნით ატეხილი დაპირისპირების მოგვარებაა.ასე მოხდა ამასწინათ, ჭიათურაში, როდესაც ივანიშვილმა სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის გამო გაფიცა ჭიათურა, რადგან ფერო-მარგანეცის უკან დგას მილიარდერი კოლომოისკი—უკრაინის ახალი პრეზიდენტ ზელენსკის დოლარ–მამა, ამჯერად რადგან ტყიბულშიც იგივე მესმის უდავოა, რომ ამ მაღაროთა მფლობელნი ძმები ბეჟუაშვილები და ივანიშვილი მორიგ მილიარდებს ვერ იყოფენ. მოკლედ, სანამ პარტიები და პოლიტიკოსები არ მოგინდებათ პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად, მანამდე იჯდებით ოლიგარქიულ ბოსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close