საზოგადოება

ახალ წელს კაცი რეანიმაციაში ქათმის ძვლის გადაყლაპვის გამო მოხვდა

,,2023 წელიც და განსაკუთრებული სამედიცინო შემთხვევებიც გახსნილად გამოგვიცხადებია!"

2023 წელიც და განსაკუთრებული სამედიცინო შემთხვევებიც გახსნილად გამოგვიცხადებია!
კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას დახმარებისთვის პაციენტმა მომართა, რომელსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. თავის მხრივ, პრობლემის მიზეზი ტრაქეაში მოხვედრილი ქათმის ძვალი გახლდათ.
“პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა: მძიმედ დესატურირებული ჰიპოქსიურ ენეფალოპათიაში მყოფი. ნაცდელი იქნა უცხო სხეულის ამოღება ტრაქეადან ბრონქოსკოპის საშუალებით, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რასაც ძვლის სანათურში მდებარეობა იწვევდა.
გადაწყვეტილი იქნა უცხო სხეულის მოცილება ინვაზიური მეთოდით. ტრაქეიდან მიდგომით, ოპერაციული გზით ამოღებული იქნა აღნიშნული ძვალი.
აღნიშნული მანიპულაციის შემდგომ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია.”
ჯგუფის ხელმძღვანელი და ოპერატორი ტარიელ (ტატო) კუხიანიძე.
წყარო: ყველაფერი მედიცინაზე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close