პოლიტიკა

“სამი წელია არავინ მოსულა და წინა ხუთშაბთს მოვარდნენ, ეს არის “ქართული ოცნების” სახე”

ალეკო ელისაშვილი გეგმებს არ ცვლის – მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი პრეზენტაციას ისევ გუდიაშვილის ბაღში გამართავს, მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

„სამი წელია არავინ მოსულა და წინა ხუთშაბთს მას შემდეგ, რაც დავადასტურეთ, ვთქვი, რომ სამშაბათს, 11 ივლისს, ვაპირებდი და ვაპირებ აქ საკუთარი თავის წარდგენა, მეორე დღეს, მოვარდნენ, ნახეთ, რამდენი ტექნიკაა რამდენი მუშაა, სამ ცვლაში მუშაობენ, ღამეც არ ჩერდებიან, აგებენ გზას, გადადიან ყირაზე. თუ შესაძლებელი იყო ამდენ ხანს მოსულიყვნენ, ხალხი მეხუმრება, აბა ჩვენთანაც გამოაცხადე იქ, სადაც უყურადღებოდაა მიგდებული, ლამის ასეთი სტრატეგია მოვიფიქრო, რომ გუდიაშვილზე აღარ ვაკეთებ და იქ გამოვაცხადო. ეს არის სინამდვილეში „ქართული ოცნების“ სახე,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს. თბილისის მერის თქმით, გუდიაშვილის ქუჩაზე აქამდე წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, ახლა კი უშუალოდ სამუშაოები დაიწყო. დავით ნარმანიას თქმით, ელისაშვილის წარდგენასთან სამუშაოებს კავშირი არ აქვს. 

„ელისაშვილის წარდგენასთან მიმდინარე სამუშოები არანაირ კავშირში არ არის,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რუსთავი 2

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close