საზოგადოება

“დედების ფონდი” 11 მარტს, მთაწმინდის პარკში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს ულამაზეს დღეს მოუწყობს

11 მარტს, დედების ფონდი თბილისის მერიისა, მედიცენტრის და Guardians MotorCycle club- ის მხარდაჭერით გეგმავს ძალიან მხიარულ და სასიამოვნო დღეს მთაწმინდის პარკში.

ღონისძიება მოიცავს:
კონკრეტული თავშეყრის ადგილიდან მერიის ავტობუსებით უფასო გადაადგილებას მთაწმინდის პარკამდე.

პარკში დაგხვდებათ ანიმატორები და შესთავაზებენ ბავშვებს გასართობ პროგრამას,

ატრაქციონები სრულიად უფასოდ მოემსახურებიან ჩვენს ბავშვებს,

ღონისძიების დასასრულს დედების ფონდი გადასცემს ბავშვებს საჩუქრებს.
სურვილისამებრ ნებისმიერ კომპანიას ან ფიზიკურ პირს შეუძლია შემოუერთდეს აქციას და მონაწილეობა მიიღოს სოციალურად დაუცველი ბავშვების გასამხიარულებელ აქციაში.
დადე შენი წილი სიკეთე შემოგვიერთდით.

როგორ მოხვდეთ ღონისძიებაზე?
* უნდა იყოთ სოციალურად დაუცველი ოჯახი
* გყავდეთ ბავშვები 5-დან 12 წლამდე
* უნდა ჩაეწეროთ წინასწარ რადგან სია შეზღუდულია.

ღონისძიებაზე ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 599995

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close