პოლიტიკა

,,სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს დაასრულებს და მოუწევს, თავისი სამოქმედო გეგმის გამოცხადება”

მიუხედავად კრიტიკისა, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ სალომე ზურაბიშვილი ხვდება ცალკეული პარტიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს, მოგვწონს თუ არა ისინი ან გვეცინება თუ არა ზოგიერთზე. ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება. კონსულტაციები მალე მორჩება და ამის შემდეგ ქალბატონ სალომეს მოუწევს თავისი სამოქმედო გეგმის გამოცხადება, რომელსაც უნდა მოჰყვედ პირველი შედეგები. ეს უნდა იყოს მიმდინარე საქმეებზე პოლიტიკური სასამართლო პროცესების შეწყვეტა (სამართლებლივი გზა უნდა გამოიძებნოს) და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება.
დიდ ილუზიაში ჩავვარდებით, თუ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით დავიჯერებთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა შეიძლება ეროვნული თანხმობის მიღწევის კუთხით. ეს შესაძლებელია მხოლოდ მომავალი არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. იქ გამოჩნდება, რას უპირებს ახალი ხელისუფლება ოპოზიციაში დარჩენილ “ქართულ ოცნებას” და ხელისუფლების ცვლის რევანშისტული მოდელი შეიცვლება თუ არა სხვა მოდელით. ეს არაა ადვილი საქმე, რადგან არსებობენ კონკრეტული დამნაშავეები კონკრეტულ საქმეებზე. მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ დევნის მოტივი( მათ შორის დამნაშავის) არ უნდა იყოს პოლიტიკური და მტყუან-მართალი უნდა განსაჯოს დამოუკიდებელმა სასამართლომ.
რომან გოცირიძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close