საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: არ უნდა გადავაქციოთ ძველი უბნები გაუგებარ, გაბინძურებულ ბაზრობად…

,,ტურისტიც არის და ტურისტიც ! ინვესტორიც და ინვესტორიც! ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი სტრატეგია და არ გადავაქციოთ ძვირად აღდგენილი ძველი უბნები გაუგებარ, ქვეყნის დაბინძურებულ ბაზრობად … იერსახეს შენარჩუნება ნიშნავს სამომავლოდ სერიოზულ. ტურისტული მიმზიდველობის შენარჩუნებას და პოტენციალის გაზრდას … ვისაც ეს არ ესმის, ნახოს, რა მოუვიდა საბერძნეთის ეკონომიკას ან ესპანეთს, ტურისტული ბუმის მიუხედავად…

ტურისტები გვინდა, მაგრამ ისეთები, ვინც 200 დოლარს კი არ ხარჯავენ, არამედ 2000-ს , არა ჯემფესტის ან ჩილიმბარებისთვის ჩამოდიან, არამედ უნიკალურ ქართულ კულტურის ძეგლების, ტრადიციების, ღვინის, კერძების, ხელუხლებელი ბუმების, გრანდიოზული ლანდშაფტისთვის, გაუფრთხილდება და შეიყვარებს მას….

 ტურიზმი – ეს რაღაც სასწაულმოქმედი სიტყვა კი არ არის. ისეთი ტურისტები გვეყოლება, როგორსაც დავიმსახურებთ და ტურიზმი ან აგვაშენებს ან დაგვაქცევს!

პ.ს. ამიტომ ვესალმები მერიის მიერ გაცემულ გაფრთხილებას. ასევე, უნდა გააფრთხილოს ის დაწესებულებები, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ, კანონის მიუხედავად 12 საათის შემდეგ, ხმაურს არ სწყვეტენ!” _ წერს პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close