სამართალი და კრიმინალი
საირმეში, ხრამში გადავარდნის შედეგად დაღუპული ქალი ზუგდიდის მკვიდრია
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა .
თვითმხილველების განცხადებით, იგი ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და ხრამში გადავარდა. არსებული ინფრომაციით, გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრი, 42 წლის მედეა კვირკველიაა.
აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს გარდაცვლილის ახლობლებმაც დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
მიშკა ძიძიგური