სამართალი და კრიმინალი

ხაზარაძესაც დაიჭერენ? _ ,,მართლმსაჯულება ტალახშია ამოგანგლული”

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

_ შეიძლება თუ არა ხაზარაძე გახდეს შემდეგი?
ერთის მხრივ, ხელისუფალს ესმის, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ძალიან მძიმე შედეგების მატარებელია. მაგრამ, მეორეს მხრივ, მან სხვა გზა არ დაიტოვა და აი, რატომ:
თუ ხაზარაძე გამართლდა, ამ შემთხვევაში ანაკლიის კონსორციუმის საარბიტრაჟო დავა გარანტირებულად წაგებულია, რადგან ეს ირიბად ადასტურებს მართლმსაჯულების (პროკურატურა) გამოყენების ფაქტს პროექტის “საბოტირების” მოზნით.
გამამტყუნებელი განაჩენი კი, მიუხედავად აბსურდულობისა, აძლევს გარკვეულ დროს, რადგან არბიტრაჟში საქმის წარმოებას ურთულებს კონსორციუმს. ჯერ დასამტკიცებელი ხდება ხაზარაძის უდანაშაულობა, სავარაუდოდ, ისევ საერთაშორისო სასამართლოში.
მართლმსაჯულება ტალახშია ამოგანგლული და მისი გარეცხვა სამომავლოდ რთული, მაგრამ სასიცოცხლო ამოცანაა.

Related Articles

Back to top button
Close