,,ჩოხის კალთის დამცველების ხმა ხომ არ ისმის სადმე?
სანამ ყირაზე გადადიან და მთელი პოლიცია მოცდენილი ჰყავთ თავიანთი ხუშტურებით, ეს ადამიანი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა უხმოდ და როგორც ჩანს, მისი გატაცების ამბავიც უხმაუროდ უნდოდათ ჩავლილიყო. სად არიან კარიკატურული გმირები? გვაჩვენონ ნამდვილ ქართველთა ვაჟკაცობა. პირადი მაგალითი გადამდებია და გეობა გადაგვედებაო.. ხოდა იქნებ პირადი მაგალითით გვაქციონ გმირებად” _ _ წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე .
შეგახსენებთ, რომ უკვე 5 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
ის შაბათს საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, თუმცა ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.
უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.