საზოგადოება

,,პუტინის მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ ,,ანზორბიჭუნა” _ თაკო ჩარკვიანის პასუხი ანზორ ბიწაძეს

 ,,ედინაია რასიას” ანუ “ედინაია გრუზიას” პარტიის ლიდერის ( ბურჯანაძის) შვილმა თქვა “ ეს სიბრძნე”, აი, იმ ხაჭაპურ ნაჭამმა “ ბავშვმა”, დედას რომ უთხრა “ რუსის ჯარი შემოვიყვანოთ და 500 კაცი თუ მომკვდება არაფერია, მერე მიშა გრუს ჯარს ელაპარაკოსო”, ეჰ ,,ანზორიკო ბიჭუნავ”, ( ვარსკვლავბიჭუნა მინდოდა მეთქვა?) ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ, რომ არ იცოდე, რომ შენ და თქვენმა პარტიამ მხარი რომ დამიჭიროთ დავფიქრდები , ასეთი რა ჩავიდინე , ასეთი სამარცხვინო ჩემი ქვეყნის წინაშე, – წინ ჩემო ქვეყანავ !!! წინ ქატოს მენიუ გველოდება, აი, ასე მაგალითად -ფქვილი იქა, ქატო აქა. ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმაა, ჰოდა, პუტინის მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ “ანზორბიჭუნა”. ამაზე კარგი ლოცვა რა გინდათ?! მართლა გულწრფელად გლოცავ.

p.s. აბა ჰე, გაჭირვებულ ხალხთან რომ მიხვალ წინასაარჩევნოდ პურის წაღება და ჩამორიგება არ დაგავიწყდეს, რადგან თქვენგან ქატონაჭამ შენს თაობას, დღემდე მისი -ობის გემო ახსოვს და მომავალში დარწმუნებული ვარ , იმ გემოს გახსენება და გამეორება არ, აღარ მოუნდებათ!!!!!” _ ასე უპასუხა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან თაკო ჩარკვიანმა ,,ერთიანი საქართველო”-ს წევრ ანზორ ბიწაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ თაკო ჩარკვიანს მხარს არ დაუჭერენ.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, წარმოადგინოს საკუთარი კანდიდატურა, ჩვენ ამას ვერავის ავუკრძალავთ და არ არის აუცილებელი ყველგან, ყველაფერში შევთანხმდეთ. ჩვენ არ ვართ „კომუნისტური პარტია“, რომ ყველაფერში და ყველაფერზე ყველას ერთი აზრი გვქონდეს. თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის,“- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

Related Articles

Back to top button
Close