საზოგადოება

საგარეო უწყებამ უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველები დააჯილდოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველები დააჯილდოვა.

სამინისტრომ უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველები იმ სფეროების მიხედვით დააჯილდოვა, სადაც მათ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს და წვლილი შეიტანეს საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში. 

სპორტის და კულტურის ნომინაციებში გამარჯვებულებად მომღერალი ქეთი მელუა და  NBA-ის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დასახელდნენ.

მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ  – მერაბ კოკაიას (ლუნდსი, შვედეთი, პროფესორი მედიცინაში), სოფია ადამიას (აშშ, მედიცინის დოქტორი ონკოლოგიაში), იოსებ ნანობაშვილს (ქირურგიის კლინიკური პროფესორი, ვენა, ავსტრია), ზვიად ჯაფარიძეს(საფრანგეთი, სტრასბურგი, ქველმოქმედი), ლიკა შხვაცაბაიას (მადრიდი, ესპანეთი, ქართველი ხელოვანი), მაკა ლომსაძეს (კიევი უკრაინა, კიევის საგანმანათლებლო ცენტრ ”იბერიელის” ხელმძღვანელი), მიხეილ სარჯველაძეს (კიოლნის უნივეესიტერტის დოქტორანტი).

ცერემონიაზე სულ 13 ადამიანი დაჯილდოვდა, მათ შორის სამი უცხოელი – ნომინაციაში საქართველოს უცხოელი მეგობარი.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close