საზოგადოება

,,საარჩევნო ხმის უფლება უნდა იყოს სერთიფიცირებული და სერთიფიკატი მიიღებოდეს შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ!”

,,ტიპი თუ აზრზე არაა რა ორგანოს ირჩევს, ამ ორგანოს რა ფუნქცია აქვს და ვის ირჩევს აღნიშნულ ორგანოში, ასეთების არჩევნებზე დაშვებას რაც მოაქვს, გადახედეთ საწვავის ფასს, დენის, გაზის, პურის, მედიკამენტების ფასს და მიხვდებით, რომ ეს ინიციატივა სავალდებულო უნდა გახდეს!"

,,აცრა და პანდემია იქეთ იყოს და აუცილებლად მიმაჩნია ქვეყანაში საარჩევნო ხმის უფლება იყოს სერთიფიცირებული და ეს სერთიფიკატი მიიღებოდეს შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ! ტიპი თუ აზრზე არაა რა ორგანოს ირჩევს, ამ ორგანოს რა ფუნქცია აქვს და ვის ირჩევს აღნიშნულ ორგანოში, ასეთების არჩევნებზე დაშვებას რაც მოაქვს გადახედეთ საწვავს ფასს,დენის, გაზის, პურის, მედიკამენტების ფასს და მიხვდებით რომ ეს ინიციატივა სავალდებულო უნდა გახდეს!- აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი აქტივისტი ბეჟან ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში ყველა არ უნდა იღებდეს მონაწილეობას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ხმის სანაცვლოდ ფულს ან პროდუქტს ურიგებენ, არჩევნებში ხმის მიცემა უნდა აეკრძალოთ. ამ განცხადებას მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან მწვავე კომენტარები მოჰყვა, ზოგმა კი ჩათვალა, რომ დისკრიმინაციული განცხადება იყო და შალვა ნათელაშვილმა ღარიბი ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრა, რაც ასე არ ყოფილა. გუშინ, ღამით, ლეიბორისტების ლიდერმა საკუთარ ფბ გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

,,როგორც კი გუშინ ტვ პირველის ეთერით მოვუწოდე იმ სოც- დაუცველ ელექტორატს ვინც წლებია ფულზე ყიდის საკუთარ ხმას ერთხელ მაინც შეეკავებინათ თავი და არ მოსულიყვნენ არჩევნებზე, თან გავახსენე ისტორიული ფაქტი ამგვარი კატეგორიისათვის ევროპაში საარჩევნო ხმის ჩამორთმევაზე ისტერიული ღრიანცელი ატეხეს ივანიშვილის მონა ტვ იმედმა, რუსთავი2- მა და საზოგადოებრივმა. ახლაც ვიმეორებ ხმის გამყიდველი არ მარტო არჩევნებზე არ უნდა მიდიოდეს არამედ მის ფეხქვეშ მიწა უნდა დაიწვას. სამწუხაროდ ბიუჯეტის ქურდმა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჯერ არნახულად გააღატაკა ხალხი დღეს კი მის დამცველად მოგვევლინა თანაც ვისგან? ჩემგან ამ ჩვენი გმობის კამპანიას აქტიურად დაუჭირა მხარი სამუდამო კაიფში ჩარჩენილმა ვაი- ოპო- დეპუტატმა ცხინვალთან შარვალჩახდილმა მეგრელიშვილმა და კაცის კაცზე დამაქორწინებელმა კორძაიამ. მოკლედ ქირურგიული ოპერაცია სჭირდება უიმედოდ ავადმყოფ რეჟიმს რასაც მიიღებენ იმედია უფასოდ. ალბათ გაინტერესებთ მთელი ეს ღრიანცელი რატომ გახდა საჭირო? როგორც კი სოც-ქსელებში გამოკითხვა დავიწყეთ პარლამენტში ჩემს შესვლაზე პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო და გასცა სათანადო განკარგულებებიც. სასიამოვნოა რომ ჩემი ერის მტრებს ასე ეშინიათ ჩვენი. ვპირდები შემდგომშიც არ მოვაკლებ დაუვიწყარ წუთებს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close