საზოგადოება

,,როგორც კი გამოკითხვა დავიწყეთ პარლამენტში ჩემს შესვლაზე, პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო”

,,როგორც კი ტვ პირველის ეთერით მოვუწოდე იმ სოც- დაუცველ ელექტორატს, ვინც წლებია ფულზე ყიდის საკუთარ ხმას, ერთხელ მაინც შეეკავებინათ თავი და არ მოსულიყვნენ არჩევნებზე, ივანიშვილის მონებმა ისტერიული ღრიანცელი ატეხეს"

როგორც კი გუშინ ტვ პირველის ეთერით მოვუწოდე იმ სოც- დაუცველ ელექტორატს ვინც წლებია ფულზე ყიდის საკუთარ ხმას ერთხელ მაინც შეეკავებინათ თავი და არ მოსულიყვნენ არჩევნებზე, თან გავახსენე ისტორიული ფაქტი ამგვარი კატეგორიისათვის ევროპაში საარჩევნო ხმის ჩამორთმევაზე, ისტერიული ღრიანცელი ატეხეს ივანიშვილის მონა ტვ იმედმა, რუსთავი2- მა და საზოგადოებრივმა. ახლაც ვიმეორებ, ხმის გამყიდველი არა მარტო არჩევნებზე არ უნდა მიდიოდეს, არამედ მის ფეხქვეშ მიწა უნდა დაიწვას. სამწუხაროდ, ბიუჯეტის ქურდმა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჯერ არნახულად გააღატაკა ხალხი დღეს კი მის დამცველად მოგვევლინა თანაც ვისგან? ჩემგან. ამ ჩვენი გმობის კამპანიას აქტიურად დაუჭირა მხარი სამუდამო კაიფში ჩარჩენილმა ვაი- ოპო- დეპუტატმა ცხინვალთან შარვალჩახდილმა მეგრელიშვილმა და კაცის კაცზე დამაქორწინებელმა კორძაიამ. მოკლედ ქირურგიული ოპერაცია სჭირდება უიმედოდ ავადმყოფ რეჟიმს, რასაც მიიღებენ იმედია უფასოდ. ალბათ გაინტერესებთ მთელი ეს ღრიანცელი რატომ გახდა საჭირო? როგორც კი სოცქსელებში გამოკითხვა დავიწყეთ პარლამენტში ჩემს შესვლაზე, პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო და გასცა სათანადო განკარგულებებიც. სასიამოვნოა რომ ჩემი ერის მტრებს ასე ეშინიათ ჩვენი. ვპირდები შემდგომშიც არ მოვაკლებ დაუვიწყარ წუთებს.

შალვა ნათელაშვილი,ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close