,,სააკაშვილი უკვე შეუდგა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკრაინაში”
,,მიხეილ სააკაშვილმა არა მარტო დაარღვია უკრაინის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი და უკვე გაიჩალიჩა 3-7 წლიანი პატიმრობა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ძალოვანი სტრუქტურებისადმი დაუმორჩილებლობის კუთხით, არამედ უკვე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილე გახდა და როგორც უკანონო, შეიარაღებული ფორმირებების მეთაური, უკვე შეუდგა სახელმწიფო გადატრიალების პროცესის დაწყებას უკრაინაში. სიტუაცია იმაზე უფრო საგანგაშოა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. როგორც ჩანს, გარკვეული გეოპოლიტიკური ძალებისთვის პოროშენკოს მმართველობა გახდა მიუღებელი და მთავარ ,,ტორპედოს” იყენებენ ამ პოლიტიკურ “პინოქიოს”. აქ უკვე გაჩნდა იულია ტიმოშენკო და როგორც ჩანს, იგი შეეცდება ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ვფიქრობ, განმეორდება 1905 წლის ვარიანტი, როდესაც რუსმა ბოლშევიკებმა დაიწყეს სახელმწიფო გადატრიალება და გამოიყენეს ამის ერთგვარ “ტორპედოდ” მიხეილ ბაუმანი, რომელიც იყო ექსცეტრული ბოლშევიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი…
იმედია, დღეს ეს მცდელობა ისევე დასრულდება, როგორც მაშინ, 1905 წელს და სააკაშვილი-პინოქიო გახდება 21-ე საუკუნის ბაუმანი” _ წერს სამხედრო ექსპერტი, პროფესორი ვახტანგ მაისაია.