საზოგადოება

სააკაშვილისთვის გამოიყოს ალტერნატიული ადგილი სასჯელის მოხდისთვის- ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრი განცხადება

,,გინდა ეს მოხდეს მის სახლში- კახეთში. შრომითი თერაპია, ფსიქოთერაპვეტი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, თერაპევტი სუფთა ჰაერი, საკუთარ მიწა და გრძნობა რომ სახელმწიფომ გაითვალისწინა მისი ღვაწლი საკმარისი იქნება რომ მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს"

ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

პოლიტიკური პარტიებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს

უპირველს ყოვლისა გილოცავთ 2022 წელს, წარმატებას გისურვებთ
მოგახსენებთ, რომ 2021 წლის 14 დეკემბერს სახალხო დამცველმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის
დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა – „თუ პატიმარს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და იგი
ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არის შეთავაზებული, რის გამოც პატიმარი განიცდის სტრესს,
სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტით ეს ფაქტი, შესაძლებელია შეფასდეს როგორც არასათანადო
მოპყრობა და ჩვენც შესაბამის შეფასებებს გავაკეთებთ ადამიანის უფლებების დარღვევის
თვალსაზრისით, ამიტომ სახალხო დამცველი პერიოდულად გააკონტროლებს მკურნალობის
მიმდინარეობას“ (იხ. დანართი 1). ჩვენ სწორედ ამ განწყობაზე გავამახვილე ყურადღება და სახალხო
დამცველის მივწერეთ, რომ შედეგიანი მკურნალობისთვის საჭიროა ფსიქოთერაპევტის ჩართვა
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ზედამხედველობისთვის
შექმნილ მულტიპროფილური სამედიცინო ჯგუფის მუშაობაში, ჩვენ მხრიდან ფსიქოთერაპევტიც კი
შევთავაზეთ. სახალხო დამცველს სრული უფლება ქონდა შესაბამის სამედიცინო ჯგუფში შეეყვანა
ფსიქოთერაპევტი და კანდიდატურა წარედგინა ბატონ მიხეილ სააკაშვილისთვის და პენინტეციალური
სამსახურისთვის. თუ უარს მიიღებდა, მაშინ სახალხო დამცველს სრული მორალური უფლება ქონდა
რაც განაცხადა – „პატიმარს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და იგი ხანგრძლივი დროის
განმავლობაში არ არის შეთავაზებული, რის გამოც პატიმარი განიცდის სტრესს…“ თუ რა გარემოების
გამო ფსიქოთერაპევტი აქამდე არ იქნა შეთავაზებული წერილით მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს.
მალე დავადგენთ სახელმწიფომ ან სახალხო დამცველმა შესთავაზა თუ არა ფსქოთერაპევტი პატიმარ
ესქრეზიდენტ ბატონ მიხეილ სააკაშვილს პოსტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ.
ჩვენ ვეყრდნობით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური ჯგუფის წევრის ნევროლოგ
ბატონ თენგიზ წულაძის განცხადებას, რომ საქართველოში შესაძლებელია ექსპრეზიდენტის
მკურნალობა. და მიგვაჩნია რომ სწორედ საქართველოშია მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური
ჯანმრთლების რეაბილიტაციისთვის შესაბამისი საუკეთესო გარემო. თუმცა უპირველეს ამოცანას
წარმოადგენს ბატონ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი. თუ ექსრეზიდენტს სურს
საქართველოში იდენტიფიცირება მან განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას და ორმაგი
მოქალაქეობის შემთხვევაში – სქართველოს პეზიდენტს. ეს ნიშნავს რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი
გამოხატავს მზაობას საქართველოს კანონის წინაშე დავალიანების შესრულების შესახებ და თავს
დამნაშავედ მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში მის მიმართ უნდა განხორციელდეს პოზიტიური დასჯა, რაც
გულისხმობს სასჯელის მოხდას ალტერნატიულ ადგილზე თუნდაც მის სახლში, რომელიც იქნება
აღჭურვილი შესაბამისი უსაფრთხოებით. ასეთი პოზიტიური დასჯა მიღებულია განვითარებულ
ქვეყნებში და ბევრი ცნობილმა პოლიტიკოსმა მოიხადა სასჯელი. შესაბამისად თუ მართველი პარტია და
ოპოზიცია შეთანხმდებიან, კანონში ცვლილების საფუძველზე შესაძლებელია იქნება პოზიტიური
დასკის სისტემით ისარგებლონ ასევე სხვა პატიმრებმაც და რატომაც არა. ჩემთვის გაუგებარია რატომ არ
ახორციელებს პოზიტიურ დასჯას პატიმრების მიმართ საქართველოს სახელმწიფო. ევროპაში
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ სასჯელმოხდილთა შორის პოზიტიური დასჯის სისტემა რეციდივს
3-ჯერ ამცირებს. სახელმწიფოს უფრო იაფი უჯდება პატიმრის შენახვა, პატიმარი არ კარგავს
შრომისუნარიანობას, აწარმაოებს პროდუქტს და ჩართულია სამოქალაქო აქტივობებში. რაც მთავარია
პატიმრის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება. ასეთი სისტემა საშუალებას მოგვცემდა უფრო
ცივილიზირებელ, ადამიანის ღირსებაზე და პოზიტიურ დასჯაზე ორიენტირებული სახელმწიფო
შეგვექმნა. ამასთანავე ასეთი ღონისძიების საშუალებით შესაძლებელია ათვისებული იქნას ბევრი
მიტოვებული ნასახლარი სოფლები, მიტოვებული მიწები და დაცარიელებული მონასტრებიც კი.
განსაკუთრებით დადებითად იმოქმედებს ოჯახური ძალადობის მუხლით გასამართლებულ
პატიმრებზე. ალბათ დამეთანხმებით ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, ფსიქიატრიის დახმარების
გარეშე მხოლოდ ციხე, რომ ოჯახებში ჰარმონიას ქმნიდეს დიდი ხანია ხელკეტებს გამოიყენებედნენ
ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის და ყოველ კუთხე-კუნჭულში საპატიმროები ექნებოდათ, არადა –
პირიქითაა. მარჩენალი ოჯახის წევრის ციხეში მოთავსება წლობით უმუშევრად ზოგადად
ოჯახებისთვის დამანგრეველად მოქმედებს და შედეგის მაგივრად ანგრევს ოჯახებს. ჩემს მიერ
შეთავაზებული ვარიანტი უკეთეს შედეგს გამოიღებს.
მიხეილ სააკაშვილის იდენტიფიცირებისთვის საქართველოს მოქალაქედ, საჭიროა კანონში შესაბამისი
ცვლილებები, გამოიყოს ალტერნატიული ადგილი სასჯელის მოხდის შემთხვევაში – გინდაც მის
სახლში- კახეთში. შრომითი თერაპია, ფსიქოთერაპვეტი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, თერაპევტი სუფთა
ჰაერი, საკუთარ მიწა და გრძნობა რომ სახელმწიფომ გაითვალისწინა მისი ღვაწლი საკმარისი იქნება რომ
მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს.
მნიშვნელოვანია პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე როცა საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ
ექსპრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია და მისი ადგილი მხოლოდ ციხეშია სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო
მეორე ნაწილს, რომ მასზე საკუთესო პრეზიდენტი ქვეყანას არ ყოლია და აუცლებლად უნდა
გათავისუფლდეს, ისე არაფერი ეშველება საქართველოს – ვიპოვოთ საერთო ცივილიზირებული და
ქვეყნის განვითარებისთვის სწორი გამოსავალი. აუცილებელია სწორად შევაფასოთ ბატონ მიხეილ
სააკაშვილის და მისი გუნდის წარმატება ქვეყნის აღმშებენლობის საქმეში და ამასთანავე შეიქმნას
საფუძვლიანი განწყობა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში კანონის გადაცდომისთვის, სისტემური
დანაშაულის ხელშეწყობისთვის მოიხადოს კანონის წინაშე ვალდებულება.
ზემოთ შემოთავაზებული წინადადება მოგვცემს საშუალებას მოვძებნოთ საუკეთესო გამოსავალი
საქართველოს ნატოსთან იტეგრაციის დროს პოლიტიკური კრიზისიდან; მართველმა და ოპოზიციურმა
პარტიებმა ძალები მიმართონ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების: ჯანდაცვის, განათლების და
მეცნიერების, ეკოლოგიის, ოკუპირებული ტერიტორიების, დემოგრაფიის, ეკონომიკის, საგარეო და
საშინაო პოლიტიკის და სხვ. მოსაგვარებლად. სხვა ვარიანტში ციხეში დატოვების შემთხვევაში ან
საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების შემთხვევაში უნდა ველოდოთ მუმდმივად დაძაბაულობას.
საქართველოს ძველ და უახლოეს ისტორიაში კარგი მაგალითებიც მოგვეპოვება, თუ როგორ იყენებს
გარე ძალები ქვეყნიდან გაყვანილ პოლიტიკურ ლიდერებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
შესაბამისი ინიციატივის შესაფასებლად და საკუთარი აზრის გამოსახატავად წერილები დაუგზავნეთ
საპატრიარქოს, პრეზიდენტს, პარლამენტარებს, პოლიტიკურ და არასამთარობო ლიდერებს, მედიას და
პრესის ხელმძღვანელებს, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს და ვთხოვეთ საკუთარი აზრის გამოხატვა.
გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი პოზიცია ჩვენს წინადადებაზე.
გთხოვთ, პასუხი გვაცნობოთ ელეტრონული ფოსტით.
პატივისცემით, ცენტრის ხელმძღვანელი: /ბესიკ ბოგველი/

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close