ჯანდაცვა

,,საქართველოში არ მინახავს, ვინმეს პასუხი ეგოს უხარისხო ვაქცინების შემოტანაზე”

,,არადა ვაქცინის შექმნას, გამოცდას, ხანმოკლე და ხანგრძლივ მონიტორინგს 5-10 წელი სჭირდება.
ისიც გავითვალისწინოთ, რომ კორონავირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის და ვაქცინის გაკეთება არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ის მუტაგენური ვირუსისაგან დაგვიცავს.
ისიც გავითვალისწინოთ რომ გვეუბნებიან-ვირუსი რთულია და ვერავინ გაიგო, როგორ მოქმედებს ორგანიზმზე, არავინ არაფერი იცისო.
რა გამოდის? როგორც გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით გვპირდებიან ყოველ სეზონზე აცრას, იმავეს დაგვპირდებიან კორონავირუსის შემთხვევაშიც.
ჰოდა, რაღა გვიჭირს “უსაფრთხო მსოფლიოს“ ლოზუნგით უნდა ვიკეთოთ ეს უშედეგო და გაურკვეველი ვაქცინები წლების განმავლობაში საცდელი ზაზუნებივით და კაციშვილი არ აგებს პასუხს შედეგებზე.
სხვაგან არ ვიცი, მაგრამ საქართველოში არ მინახავს არანაირი არც ხანმოკლე და არც გრძელვადიანი მონიტორინგის შედეგები.
არც ის მინახავს-ვინმეს პასუხი ეგოს-უხარისხო ვაქცინენის შემოტანაზე.
და ეს მაშინ, როცა ყოფილი CDC-ის პრეზიდენტი და ერთ-ერთი წარმატებული ფარმაკომპანიის ყოფილი პრეზიდენტი დღეს სასამართლოს წინაშე პასუხს აგებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და MMR ვაქცინის არაეფექტურობის გამო, რომელმაც უამრავი ადამიანი დააავადა.
რას გვიპირებთ?” _ ცხადებს ექიმი ნონა აღდგომელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ

ფრთხილი ოპტიმიზმით შემიძლია ვივარაუდო, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება მზად, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

USA Today-ის ცნობით, წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ფაუჩიმ აღნიშნა, რომ სხვა გადამდები დაავადებების დამარცხებაში გადამწყვეტი როლი სწორედ ვაქცინის შექმნამ ითამაშა.

„მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობა. ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ეფექტური ვაქცინის შექმნით – საკითხავია, როდის მოხდება ეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს იქნება 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში. ვაქცინის შესაქმნელად კომპანიები რისკზე მიდიან – ეს ნიშნავს არა ვაქცინის ეფექტურობის შემცირებას, არამედ ფინანსური ხარჯების ზრდას, როდესაც მასობრივი წარმოება კლინიკური კვლევების დასრულებამდე იწყება. თუ მათი ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, ისინი ძალიან სწრაფად შეძლებენ დიდი რაოდენობის ვაქცინების გაყიდვას, თუმცა თუ ვაქცინა არაეფექტური იქნება, კომპანიები დიდ ფინანსურ ზარალს ნახავენ“, – განაცხადა ფაუჩიმ.

Related Articles

Back to top button
Close