საზოგადოებასამართალი და კრიმინალი
რუსთავში მეხუთე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა.
ბავშვი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რეანიმაციული პროცედურები ჩაუტარდა, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბავშვი გარდაიცვალა.
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
1tv.ge