საზოგადოება

რუსთავი 2 ლესბოსელ და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბოსელი და გეი წამყვანებს.

„მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ლგბტ იშიფრება, როგორც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალური და ტრანსგენდერი. როგორც ნიკა გვარამია წერს, ბოლო ორი უკვე შერჩეული ჰყავთ და ამჟამად სატელევიზიო მიზნებისთვის მხოლოდ გეი და ლესბოსელი სჭირდებათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close