საზოგადოება

რუსთავი 2-თან საპროტესტო აქციაზე ალექსანდრე დევდარიანი დააკავეს (ვიდეო)

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საპროტესტო აქციაზე ქართული მარშის ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე დევდარიანი დააკავეს. ის ქალაქის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. პოლიციასა და მარში წევრებს შორის დაპირისპირება ტელეკომპანიის ეზოში ასაფეთქებელი მაშხალების შეყრას მოჰყვა.

აქტივისტები პოლიციას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დევდარიანის დაკავება კანონდარღვევით მოხდა. მათი თქმით, ასაფეთქებლების სროლის აკრძალვაზე პოლიციისგან გაფრთხილება არ მიუღიათ.

დევდარიანის დაკავების მიუხედავად, ტელეკომპანიის ეზოში ასაფეთქებლებს ისევ ისვრიან.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close