საზოგადოება
ანაკლიაში, სასულიერო პირებმა GEM fest-ის ჩატარება გააპროტესტეს (ვიდეო)

GEM fest-ზე გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაციის გამო, კიდევ ერთი გოგონა გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში
მოწამვლის სიმპტომებით 19 წლის გოგონა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამთენიისას, დილის 5 საათისთვის შეიყვანა.
მისი მდგომარეობა მძიმეა. 19 წლის გოგო რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.
ბოლო 2 დღის განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში მსგავსი სიმპტომებით 10-ზე მეტი პირი იქნა მოთავსებული, აქედან ერთი შემთხვევა 22 წლის ქართველი გოგონას გარდაცვალებით დასრულდა.
PS: აინიუსი კვლავ ურთავს ამ პოსტს ვიდეოს, თუ როგორ აპროტესტებდნენ სასულიერო პირები მსგავსი ფესტივალების ჩატარებას ანაკლიაში.
წყარო: iNews.ge