სიღნაღის ამბები

,,როცა პრობლემას შევეხე, მიპასუხა: მოსკოვი ერთ დღეს არ აშენებულაო”

,,მოსკოვის აშენებას არც ვაპირებთ..." _ მოქალაქის გამოხდომის გამო აღშფოთებულმა სიღნაღის საკრებულოს წევრმა პოსტი გამოაქვეყნა

არ შემეძლო დღევანდელი დღის სადეპუტატო საქმიანობის შესახებ არ დამეწერა ორი მიზეზის გამო. მოკლედ,  როგორც იცით სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვარ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ჩემი მოვალეობაა, შევხვდე მოსახლეობას და გავეცნო მათ პრობლემებს, როგორც ჩვენი ფრაქციის წევრები, ისე მეც, ხშირად დავდივართ სხვადასვა დასახლებულ პუნქტებში. დღეს ვესტუმრე ქ. წნორის ბაგრატიონის ქ. #4. ორი დღის წინ მოსული წვიმის კვალი ისევ დამხვდა – ატალახებული ეზო, გუბეები და კანალიზაციის, უფრო სწორად ფეკალიების სუნი. ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება.

ამ კორპუსის მაცხოვრებელია კარლო ორაგველიძე, რომელიც ყოველთვის ენაწყლიანობით გამოირჩეოდა 2012 წლამდე და მას შემდეგაც წნორის #9 საარჩევნო უბნის თითქმის შეუცვლელი თავმჯდომარე, რატომღაც  ცივი და ნაძალადევი გამარჯობით შემოიფარგლა. აშკარად ეტყობოდა ქოცური ტერორის კვალი. მისთვის არადამახასიათებელ საქციელს ,,გაგებით” შევხვდი. თუმცა იმასაც მივხვდი, ბატონი კარლო არაა ნაჩვევი არჩევნებიდან არჩევნებამდე არჩეული დეპუტატის ნახვას, მითუმეტეს, პრობლემის მოსასმენად და ადგილზე გასაცნობად .როცა პრობლემას შევეხე, მიპასუხა: ” მოსკოვი ერთ დღეს არ აშენებულაო”.

მოსკოვის აშენებას არც ვაპირებთ. უბრალოდ მინდა კორპუსის წინ მიმდებარე ეზო მოწესრიგებული გქონდეთ და ფეკალიების სუნს არ სუნთქავდეთ, ბატონო კარლო, მეტი არაფერი. ეს იყო ერთი ამბავი. ახლა მეორე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავისი გადაწყვეტილებით მოითხოვა საკრებულოს დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაფიქსირდეს ოქმებით შესაბამისი ხელის მოწერებით. როდესაც ოქმი დავწერე და ერთერთ მოსახლეს ავუხსენი , თქვენი პრობლემის შესახებ ოქმზე ხელმოწერაა საჭირო მეთქი. რა მიპასუხა თუ იცით. ხელი რომ მოვაწერო დახმარებას მომიხსნიანო. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ბატონო კარლო. მგონი მოსკოვი აგიშენებიათ და არ იცით.

ნონა ნინიაშვილი, სიღნაღის საკრებულოს წევრი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close