ეკონომიკა

როდიდან და რამდენი ლარით გაიზრდება პენსიები? _ ფინანსთა მინისტრის განცხადება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება.

როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ქუმსიშვილმა განაცხადა, ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში საპენსიო რეფორმის თაობაზე კანონპროექტი შევა.

„შესაბამისად, ჩვენ გამიზნული გვაქვს, რომ აღნიშნულ პროექტში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი, თუმცა სანამ ინდექზაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მანამდე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 2019 წელს და 2020 წელს ინდექზაციის მეთოდით პენსია გაიზრდება. 2019 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება ისევე, როგორც  2020 წელს“ – დასძინა ქუმსიშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close