საზოგადოება

,,როგორ უნდა რაღაცეების დაბრალება და თბილისის ქუჩებში გადაადგილების შეზღუდვა, მალე განახებთ”

,,აი ამ სირ კოტე იოსლანს და ლევან ხაბეიშვილს თუ პანჩურები არ ვურტყა ამ დღეებში მე ვიყო ნაცი!!!
აქვე არც მთავრობის წევრი ვარ და არც არავის ვეხმარები და ვუჭერ მხარს არჩევნებში!!! და როგორ უნდა რაღაცეების დაბრალება და თბილისის ქუჩებში გადაადგილების შეზღუდვა, მალე განახებთ თქვე მიშას ლეკვებო !!!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მელორ ვაჩნაძე.

ეს კომენტარი კი მოყვა იმას, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის კოტე იოსელიანის ინფორმაციით, მისი დაკავება უკიდურესი ძალადობის ფონზე მოხდა.

როგორც კოტე იოსელიანმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მას დაახლოებით 15 ადამიანი დაესხა თავს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. მისივე თქმით, სამი საათის განმავლობაში ის გადამალული ყავდათ და არ ახვედრებდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომელიც პოლიციის სამმართველოში მისი შეყვანიდან 10 წუთში მივიდა.

“ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო არნახული ძალადობით განხორციელებული დაკავება. მარტო ვიდექი როცა თავს დამესხა 15-მდე ადამიანი. თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ პოლიცია იყო. “ქართული ოცნების” „ტიტუშკები“, ყველას ჰქონდა მელორ ვაჩნაძის სახე. ჩემი მორევა მარტივი არაა და იყო ძალიან დიდი ორომტრიალი, უშვერი სიტყვებით გინება. მე იქ კანონი არ დამირღვევია, არავისთვის მუშაობაში ხელი არ შემიშლია. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიცია იდგა და ასრულებდა უკანონო ბრძანებას, კერძოდ, ხელი შეუშალა მოქმედ დეპუტატებს საკრებულოს შენობაში შესვლაში. სახალხო დამცველის წარმომადგენელი 3 საათის განმავლობაში მეძებდა. ორჯერ შეცვალეს ჩემი დაკავების ოქმი. პირველად ჩაწერეს სრული იდიოტიზმი, რომ მე არ დავემორჩილე პოლიციის მოთხოვნას გავყოლოდი მანქანასთან, რასაც საერთოდ არ ჰქონია ადგილი. შემდეგ კი ჩაწერეს თითქოს მე პოლიციას ვაგინებდი, რაც ასევე აბსურდია, რადგან ყველას შეუძლია ნახოს, რომ გინება საპირისპირო მხრიდან იყო”, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close